ფეხბურთი

18:58 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იანვარში მაურო იკარდის დამატებას ეცდება

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ფეხბურთელის აგენტს და მეუღლეს, ვანდა ნარას შეხვდა.

„იუვე“ თავდამსხმელს აქტიურად ეძებს და ყველაზე მეტად „ფიორენტინადან“ დუშან ვლაჰოვიჩითაა დაინტერესებული, მაგრამ სერბი ფეხბურთელის ფასი ძალიან მაღალია და გარდა ამისა, მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშია შესაძლებელი. „იუვეს“ კი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში სჭირდება.

ამიტომაც, ტურინელებმა თვალი მაურო იკარდის დაადგეს და მის გადაბირებას იჯარით აპირებენ. არგენტინელიც წინააღმდეგი არაა იტალიაში დაბრუნდეს, რადგან იქ ოჯახთან ერთად თავს უკეთ გრძნობდა, ვიდრე პარიზში და გარდა ამისა, პსჟ-ში სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია.

შეგახსენებთ, მაურო იკარდი „პარი სენ ჟერმენს“ 2020 წელს „ინტერიდან“ შეუერთდა. სამხრეთამერიკელს სერია A-ში „ინტერისა“ და „სამპდორიას“ ღირსება დაუცავს.

0.113307