სხვა

17:17 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ პლესნოი ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსე ადგილს დასჯერდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში 96 კგ წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოი გამოვიდა.

ტოკიო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ტრავმის გამო ვერ შეძლო სრული დატვირთვით ასპარეზობა. მან ატაცში 170 და 177 კგ ვერ დააფიქსირა, შუალედში კი 170 კგ-ს გაუმკლავდა, რაც ამ დისციპლინაში ჯგუფის მოსაგებად ეყო. აკვრაში ანტონმა 190 კგ დაძლია, მერე კი ტრავმის გამო ფიცარნაგზე ვეღარ გავიდა.

ორჭიდში ანტონმა 360 კგ დააფიქსირა, რაც მეექვსე ადგილზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალია. რეზი დავითაძემ ვერცხლი, ხოლო შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში B ჯგუფში იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა ირაკლი გობეჯიშვილმა, რომელმაც ატაცში 158 კგ დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 183 და 188 კგ დაძლია. შედეგად, ორჭიდში 346 კგ-ით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს საბოლოოდ მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.

0.11312