ფეხბურთი

11:52 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი „მანჩესტერში“ არ გადავა

„ბარსელონას“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გადავა, როგორც ამას ზოგიერთი სააგენტო იუწყებოდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ახლა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დე იონგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნამდვილად არ გადავა ინგლისურ კლუბში. იტალიელ კალმოსანს საილუსტრაციოდ დე იონგის მამის სიტყვებიც მოჰყავს.

„ბაიერნი“ ან „მანჩესტერ იუნაიტედი“? ვიცი, რომ „ბარსელონას“ ფული სჭირდება და სარფიან წინადადებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ მგონია ტრანსფერი ზამთარში განხორციელდეს. ფრენკის ევროპის ხუთი საუკეთესო კლუბი იწვევდა.“ - ამბობს დე იონგის მამა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107809