ფეხბურთი

2:03 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "არ მინდოდა "რეალთან" შეხვედრა, მაგრამ პსჟ-სთვის მოვკვდები"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ დაწყვილების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა მცველმა აღნიშნა, პსჟ-ს მოთამაშეა და ამ გუნდისთვის მოკვდება.

„ბედი არაპროგნოზირებადია. ვისურვებდი, რომ სხვა გუნდები შეგვხვედროდა, მაგრამ რაც არის, არის. იცით, რამდენად მიჯაჭვული ვარ მადრიდის „რეალთან“ და მიყვარს. ეს არასდროს შეიცვლება. შერეული გრძნობა მაქვს. არ მინდოდა ერთმანეთთან გვეთამაშა, მაგრამ მეორეს მხრივ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავბრუნდები, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და კოვოდის გამო ვერ დავემშვიდობე. მინდოდა ეს განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ეს ფებურთია, მე ჩემი გუნდის ღირსება უნდა დავიცვა და პსჟ-სთვის მოვკვდები“, - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005-2021 წლებში თამაშობდა და ზაფხულში ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, რის შემდგომაც „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. პარიზულ გუნდში მან დღემდე მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111262