ფეხბურთი

0:03 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალამ შესაძლოა მიმდინარე წელს ვერ ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს. 18 წლის ფეხბურთელს მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.

„ბაიერნს“ წლის ბოლომდე მხოლოდ ორი მატჩი აქვს დარჩენილი, „ვოლფსბურგთან“ და „შტუტგარტთან“, რომელთა წინააღმდეგ დიდი ალბათობით, მუსიალა ვერ ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მუსიალამ „ბაიერნის“ ღირსება 21 მატჩში დაიცვა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118991