ფეხბურთი

21:34 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა. ინგლისურ გუნდს გაუქმებული წილისყრით „ზალცბურგი“ შეხვდა, ისე კი მილანის „ინტერი“.

კლოპი დარწმუნებულია, რომ უეფა სწორად მოიქცა, როცა წილისყრა თავიდან ჩაატარა.

„54 წელი ველოდი „სან სიროზე“ პირველად თამაშს, ახლა ეს სამ თვეში ორჯერ მოხდება და რა თქმა უნდა, კარგია. ზოგადად, ყველაფერი მშვენიერია. „ინტერი“ იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, კარგ ფორმაშია და კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ვნახოთ, თებერვალში რა მოხდება. ლაუტარო მარტინესი მსოფლიოში ერთ-ერთი ბრწყინვალე ფორვარდია, ჯეკოსა და სანჩესს კარგად ვიცნობ. წილისყრის თავიდან ჩატარება, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი: „ნუთი ყველაფერი ასე უნდა დარჩეს, ეს შეუძლებელია“. უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ „ინტერთან“ მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება აქვს. 2007-2008 წლის სეზონში ინგლისელებმა შინ 2:0 და სტუმრად 1:0 მოიგეს.

0.114747