ფეხბურთი

17:23 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური წყვილები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჯგუფური ეტაპი 16-მა გუნდმა დაძლია, რომელთაც ევროპა ლიგიდან 8 გუნდი დაემატა, თუმცა, კონფერენს ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები 1/16 ფინალში არ ითამაშებენ. მათ პირდაპირ მერვედფინალის საგზური მიიღეს.

სამაგიეროდ, მეორეადგილოსნები, რომლებიც განთესილები იყვნენ, ევროპა ლიგიდან გადმოსულ გუნდებთან დაწყვილდნენ და ამგვარად შედგა 8 წყვილი, რის შედეგადაც გაირკვევა 8 მერვედფინალისტი და ისინი შეუერთდებიან იმ 8 გუნდს, რომლებმაც ჯგუფში პირველობით მერვედფინალის საგზური უკვე გაიფორმეს.

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალის წყვილები:

"მარსელი" (საფრანგეთი) - "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) - "მაკაბი" (ისრაელი)

"ფენერბაჰჩე" (თურქეთი) - "სლავია" (ჩეხეთი)

"მიდტიულანდი" (დანია) - პაოკ (საბერძნეთი)

"ლესტერი" (ინგლისი) - "რანდერსი" (დანია)

"სელტიკი" (შოტლანდია) - "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია)

"სპარტა" (ჩეხეთი) - "პარტიზანი" (სერბეთი)

"რაპიდი" (ავსტრია) - "ტოტენჰემი" (ინგლისი) ან "ვიტესი" (ნიდერლანდები)

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 25 თებერვალს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11866