ფეხბურთი

16:22 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჯგუფური ეტაპი 16-მა გუნდმა დაძლია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგიდან 8 გუნდი დაემატა, თუმცა, ევროპა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები 1/16 ფინალში არ ითამაშებენ. მათ პირდაპირ მერვედფინალის საგზური მიიღეს.

სამაგიეროდ, მეორეადგილოსნები, რომლებიც განთესილები იყვნენ, ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ გუნდებთან დაწყვილდნენ და ამგვარად შედგა 8 წყვილი, რის შედეგადაც გაირკვევა 8 მერვედფინალისტი და ისინი შეუერთდებიან იმ 8 გუნდს, რომლებმაც ჯგუფში პირველობით მერვედფინალის საგზური უკვე გაიფორმეს.

შედეგად, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ასეთია:

"სევილია" (ესპანეთი) - "დინამო ზაგრები" (ხორვატია)

ატალანტა" (იტალია) - "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი)

"ლაიფციგი" (გერმანია) - "სოსიედადი" (ესპანეთი)

"ბარსელონა" (ესპანეთი) - "ნაპოლი" (იტალია)

"ზენიტი" (რუსეთი) - "ბეტისი" (ესპანეთი)

"დორტმუნდი" (გერმანია) - "რეინჯერსი" (შოტლანდია)

"შერიფი" (მოლდოვა) - "ბრაგა" (პორტუგალია)

"პორტუ" (პორტუგალია) - "ლაციო" (იტალია)

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 25 თებერვალს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111952