ავტოსპორტი

0:29 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს - მაქს ფერსტაპენი

ბრწყინვალე სეზონი ასეთივე ბრწყინვალე ბოლო რბოლით, ბოლო წრით დასრულდა. მაქს ფერსტაპენმა, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში, ხშირად მანქანასაც სჯობდა და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, სწორედ ბოლო წრეზე შეძლო ის, რასაც ალბათ აღარავინ ელოდა. ამაში კი „რედ ბულის“ სწრაფი და საზრიანი მოქმედება დაეხმარა.

როდესაც ჰამილტონი ფერსტაპენს ქულებში გაუთანაბრდა, ამით ბოლო ეტაპისთვის ახალი, სუფთა ფურცელი გახსნა. რა იყო მანამ, იმას მხოლოდ სტატისტიკისთვის ჰქონდა ფასი. რაც იქნებოდა აბუ დაბიში, ის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევდა. და თითქოს, ჰამილტონს ბრაზილიაში დაწყებული საქმე აბუ დაბიში უნდა დაეგვირგვინებინა.

მაგრამ რბოლის მიწურულს, „რედ ბულმა“ შანსი მიიღო, როცა ნიკოლას ლატიფის ავარიას, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. „რედ ბულმა“ ფერსტაპენს ბოქსებში უხმო და რბილი საბურავი დაუყენა. „მერსედესმა“ ჰამილტონი ტრასაზე გაცვეთილი ხისტი საბურავით დატოვა. რაც მთავარია, ჰოლანდიელი მეორე პოზიციაზე დარჩა.

და როცა ბოლო წრის წინ, უსაფრთხოების მანქანა პიტლეინზე დაბრუნდა, ფერსტაპენს გასწრების შანსი მიეცა. და მან ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ეს ბოლო წრე, ფაქტობრივად მთელი ჩემპიონატის ტოლფასი გამოდგა. მასზე გამოჩნდა, თუ ვინ იმსახურებდა ყველაზე მეტად ტიტულს:

მაქს ფერსტაპენი!

„მერსედესმა“ ფინიშის შემდეგ გაიბრძოლა. არგუმენტებად პროცესუალური დარღვევები მოიყვანა, მაგრა FIA-მ სწრაფად უარყო ისინი და ფერსტაპენის გამარჯვება დაადასტურა.

ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს, პირველი ჰოლანდიელი ჩემპიონი - მაქს ფერსტაპენი. ახალ ჩემპიონს ერთ-ერთმა პირველმა ჰამილტონმა მიულოცა.

აბუ დაბის დიდი პრიზი

იას მარინა, დისტანცია 306.183 კმ (5.281 კმ, 58 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1:30'17.345
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.256
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 5.173
  4. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 5.692
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 6.531
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 7.463
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 59.200
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'01.708
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'04.026
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'06.057
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'07.527
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  14. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  15. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 3 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 8 წრე
  17. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 25 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 32 წრე
  19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 33 წრე
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 0 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:26.103 (39-ე წრე, 220.8 კმ/სთ)

მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 395.5 (ჩემპიონი)
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 387.5
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 226
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 190
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 164.5
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 160
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 159
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 115
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 110
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 81
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 74
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 43
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 34
  14. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 32
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 16
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 10
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 7
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 3

19-21. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 0

19-21. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) 0

19-21. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

  1. მერსედესი 613.5 (ჩემპიონი)
  2. რედ ბულ-ჰონდა 585.5
  3. ფერარი 323.5
  4. მაკლარენ-მერსედესი 275
  5. ალპინ-რენო 155
  6. ალფატაური-ჰონდა 142
  7. ასტონ მარტინ-მერსედესი 77
  8. უილიამს-მერსედესი 23
  9. ალფა რომეო-ფერარი 13
  10. ჰაას-ფერარი 0
0.15984