ფეხბურთი

19:28 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" კომანის შემცვლელად დემბელეს განიხილავს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

„ბაიერნი“ დემბელეს კინგსლი კომანის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მას არ გაახანგრძლივებს, შეიძლება მიუნხენური გიგანტი ზაფხულში დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ დემბელესაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს. სწორედ ამ პუნქტით არის ის მიუნხენური გრანდისთვის მიმზიდველი ვარიანტი.

უსმან დემბელეს გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან „ბარსელონამდე „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1132