ფეხბურთი

15:29 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა ტოპლიგებში მე-300 გოლი გაიტანა

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტოპჩემპიონატებში მე-300 გოლი გაიტანა. აღნიშნულ ზღვარს შვედმა ლეგენდამ „უდინეზესთან“ მატჩში უწია, როცა ბოლო წუთზე გაიტანა და „მილანი“ მარცხისგან იხსნა (1:1).

ზლატანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპლიგებში 2000 წლის შემდეგ 300-გოლიან ზღვარს მიაღწია.

მესის ანგარიშზე 475 გოლია, რონალდუს - 483. იბრას იქამდე ბევრი უკლია, მაგრამ 300 გოლის გატანა მაინც ნიშანდობლივი ფაქტია.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ტოპლიგებიდან სერია A-ში, პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და ლიგა 1-ში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116799