ფეხბურთი

22:53 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ კაზემიროს შემცვლელი იპოვა

„ლესტერის“ ნახევარმცველმა, ონინიე ნდიდიმ, კარიერა შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს. 24 წლის ნიგერიელით მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა - გვამცნობს ტვიტერში Naija.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები მას ბრაზილიელი კაზემიროს შემცვლელად მოიაზრებენ.

ნდიდი „ლესტერში“ 2017 წლიდან თამაშობს. სადაც ბელგიური „გენტიდან“ გადავიდა 17,6 მილიონ ევროდ. მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით, ნიგერიელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ნდიდიმ 11 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით არ გამორჩეულა.

0.119285