ფეხბურთი

20:19 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე - ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კილაინი კონკურენტები გამოკითხვაში ჯონათან იკონე ("ლილი"), არნო დანჟუმა ("ვილიარეალი") და ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო") იყვნენ. მბაპემ "ბრიუგესთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და თავი 11 გოლით და 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.134142