ფეხბურთი

2:21 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მონაწილენი და ორი ქართველი ფეხბურთელის კლუბი

უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა, თუმცა, ერთი ჯერაც გასარკვევია.

„ტოტენჰემისა“ და „რენის“ მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო, რის გამოც, უცნობია ვინ გავა G ჯგუფში მეორე ადგილზე. პირველი ადგილი „რენს“ განაღდებული აქვს, ხოლო მეორე ადგილისთვის „ტოტენჰემი“ და „ვიტესი“ იბრძვიან. არნემელებმა უკვე დაასრულეს ასპარეზობა, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდი ბოლო ტურის მატჩს უმოტივაციო ფრანგულ მეტოქეს თუ მოუგებს, ბურთების ბალანსით „ვიტესს“ აჯობებს და პლეი-ოფში გავა, ხოლო ფრის ან „რენის“ მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე არნემელები ითამაშებენ და ინგლისელები ჯგუფში ჩარჩებიან.

დანარჩენი ყველაფერი ცნობილია და კონფერენს ლიგის პირველი თასისთვის ბრძოლას 24 გუნდი აგრძელებს, მათ შორის, ორში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენსა" და გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში".

კონფერენს ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ:

„ლასკი“ (ავსტრია), „გენტი“ (ბელგია), „რომა“ (იტალია), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები), „კოპენჰაგენი“ (დანია), „რენი“ (საფრანგეთი), „ბაზელი“ (შვეიცარია)

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებენ:

„მაკაბი“ (ისრაელი), „პარტიზანი“ (სერბეთი), „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „რანდერსი“ (დანია), „სლავია“ (ჩეხეთი), „პაოკი“ (საბერძნეთი), „ვიტესი“ (ნიდერლანდები) ან „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებენ ევროპა ლიგიდან გადმორთული 8 გუნდი:

„სპარტა“ (ჩეხეთი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), „ლესტერი“ (ინგლისი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „მიდტიულანდი“ (დანია), „სელტიკი“ (შოტლანდია), „რაპიდი“ (ავსტრია)

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114067