ფეხბურთი

19:15 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხმა კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ წელს მაინც ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ მისი შემდგომი გართულებების გამო მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.

გერმანელი ფეხბურთელი „ბაიერნს“ „მაინცთან“, „შტუტგარტთა“ და „ვოლფსბურგთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება, მოედანზე კი 2022 წლიდან დაბრუნდება.

„კარგად ვარ და გუშინ კარანტინის გრძელი პერიოდი დავასრულე. მოუთმენლად ველოდები გუნდთან ერთად ყოფნას. თუმცა, ცოტა ხანი მოთმენა მომიწევს, რადგან ფილტვების მცირე ინფილტრაცია მაქვს. მიმდინარე წლის დარჩენილ სამ მატჩს სახლიდან ვუყურებ და იანვარში დავბრუნდები“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხს კორონავირუსი 24 ნოემბერს დაუდასტურდა. გერმანელი ნახევარმცველი ვაქცინირებული არ არის, რის გამოც კლუბმა გაცდენილი დღეებისთვის ხელფასი დაუქვითა.

0.11251