ფეხბურთი

17:03 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" დომენიკო ტედესკომ ჩაიბარა

გერმანული „ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელად დომენიკო ტედესკო დაინიშნა. იტალო-გერმანელმა სპეციალისტმა „ხარებთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ტედესკომ ჯესი მარში შეცვალა, რომელიც „ლაიფციგიდან“ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს, რადგან გერმანული გუნდი ბუნდესლიგაში 14 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

დომენიკო ტედესკო ბოლოს მოსკოვის „სპარტაკში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „აუესა“ და „შალკეში“ უმუშავია. 36 წლის სპეციალისტის დებიუტი 11 დეკემბერს, „გლადბახთან“ შეხვედრაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111723