ფეხბურთი

18:03 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონ ვლაარი: "დე იონგი ისე თამაშობს, თითქოს ზურგზე 50 კგ კარტოფილი აქვს"

ბირმინგემის „ასტონ ვილასა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონ ვლაარმა ფრენკი დე იონგის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან თანამემამულეს ურჩია, რომ „ბარსელონა“, რაც შეიძლება მალე დატოვოს.

„დე იონგი ისე თამაშობს, თითქოს ზურგზე 50 კგ კარტოფილი აქვს. ვფიქრობ, ამჟამად გუნდში როლი საერთოდ არ აქვს. ყველამ ვიცით, რა შეუძლია გუნდს მისცეს, მაგრამ ეს „ბარსაში“ უბრალოდ არ ჩანს. ვფიქრობ, სხვაგვარად შეუძლია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც „ბაიერნია“ და „ბარსელონაში“ მის დარჩენას აზრი არ აქვს“, - თქვა ვლაარმა.

შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგმა მიმდინარე სეზონში ესპანური გრანდის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის „ბარსელონაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, მანამდე კი სამშობლოში, „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110392