ფეხბურთი

12:53 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ვეინალდუმით დაინტერესდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა, შესაძლოა, ზამთარში პარიზული კლუბი დატოვოს - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, 31 წლის ვეინალდუმით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესებულა და 2021-22 წლის სეზონის ბოლომდე მისი იჯარით აყვანა სურს. თუმცა, პარიზელებს ჟორჟინიოს გაშვება ჯერ არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმი პსჟ-ში გასულ ზაფხულს გადავიდა „ლივერპულიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12006