რაგბი

10:51 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა გორგოძე RUGBYPASS-მა დიდების დარბაზში შეიყვანა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე პოპულარულმა სარაგბო გამოცემა rugbypass.com-მა დიდების დარბაზში შეიყვანა.

აღნიშნული გამოცემა საუკეთესოებს პოზიციების მიხედვით ასახელებს და გორგოძესთან ერთად კიდევ 11 მერვე ნომერი გამოარჩია: კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი, პიერ სპისი.

ამ 12 კანდიდატიდან საუკეთესო გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. ხმის მიცემა დღეს დაიწყო და rugbypass.com-ზე დარეგისტრირებაა საჭირო. საბოლოოდ კი საუკეთესო XV-ეული შედგება.

ამ დროისთვის ლეგენდარული ქართველი მორაგბე მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მას დუეინ ვერმიულენი და ზინზან ბრუკი უსწრებენ.

გორგოძე საქართველოს ნაკრებში 2003 წლიდან 2019-მდე თამაშობდა. მან 75 მატჩში 135 ქულა მოაგროვა და 27 ლელო გაიტანა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მამუკას „ლელოში“, „მონპელიეში“ და „ტულონში“ უთამაშია.

0.153803