კალათბურთი

0:17 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინს ჩემპიონთა ლიგაზე ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ გერმანულ „რიზენს“ უმასპინძლა და 83:99 დამარცხდა.

ესპანური გუნდის რიგებში გიორგი შერმადინი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა კალათბურთელმა 20:46 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, რის შედეგადაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ამ კუთხით თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრუნო ფიტიპალდოს ჩამორჩა (24).

„ლენოვო ტენერიფეს“ ხუთი ტურის თავზე 3 მოგებით და 2 წაგებით A ჯგუფში მეორე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, სტუმრად ჯგუფის აუტსაიდერ იტალიურ „სასარის“ შეხვდება.

0.117871