ფეხბურთი

22:39 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" და ალეს მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე

ამსტერდამის "აიაქსმა" 2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფუ ეტაპზე ექვსივე შეხვედრა მოიგო და გახდა მეორე არა ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდი, რომელმაც ყველა მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება. აღნიშნულ ინფორმაცია Opta ავრცელებს. პირველად მსგავსი შედეგი მოსკოვის "სპარტაკმა" დააფიქსირა 1995/96 წლების სეზონში.

ასევე, ნიდერლანდული გუნდი მეცხრეა, რომელმაც ექვსივე შეხვედრა მოიგო ჯგუფურ ეტაპზე - აქამდე მსგავსი რამ "მილანმა" (1992/93), პსჟ-მ (1994/95), უკვე ნახსენებმა "სპარტაკმა" (1995/96), "ბარსელონამ" (2002/03), "რეალმა" (2011/12 და 2014/15), "ბაიერნმა" (2019/20) და "ლივერპულმა" (2021/22) შეძლეს.

"აიაქსის" თავდამსხმელი სებასტიან ალე კი გახდა პიველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონტა ლიგის სადებიუტო ექვს შეხვედრაში გოლი გაიტანა და ასევე, პირველია, რომელმაც 10 გოლი გაიტანა პირველივე ექვს მატჩში.

0.114299