ფეხბურთი

22:51 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა. ფრანგი თავდამსხმელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლი გაიტანა.

„ბრიუგესთან“ მატჩში კილიანმა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თავისი 30-ე და 31-ე გოლები გაიტანა, რაც 22 წლისა და 352 დღის ასაკში შეძლო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.

მანამდე ეს მიღწევა ლიონელ მესის ეკუთვნოდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლი 23 წლისა და 131 დღის ასაკში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ბრიუგესთან“ შეხვედრაში თავის გამოჩენა არგენტინელმა ვარსკვლავმაც მოახერხა და პსჟ-ს მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114373