ფეხბურთი

23:59 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "ბაიერნის" დამარცხება შესაძლებელია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ „ბაიერნთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მიუნხენური გრანდის დამარცხება რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია.

„ვფიქრობ, „ბაიერნის“ დამარცხება შესაძლებელია. სასწაულებზე არ ვისაუბრებ, ძალიან რთულ სტადიონზე რთული თამაში გველოდება. „ბაიერნს“ მრავალი წელია სახლში ჯგუფურ ეტაპზე არ წაუგია. მართალია, ჩვენ ცოტას ვიტანთ და ისინი ბევრს, მაგრამ ვეცდებით, რომ მათ ბევრი მომენტი არ შევაქმნევინოთ“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ კიევის „დინამოს“ თუ დაამარცხებს, „ბარსელონა“ მერვედფინალში მხოლოდ „ბაიერნთან“ გამარჯვების შემთხვევაში გავა. თუ ესპანელები მიუნხენში ვერ მოიგებენ, მაშინ „ბენფიკამ“ უკრაინულ გუნდს ვერ უნდა მოუგოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12233