ფეხბურთი

12:50 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „,მილანთან“ შემადგენლობის როტაციას მივმართავთ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, „მილანთან“ ბოლო ტურის მატჩის წინ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„შემადგენლობის როტაცია მოგვიწევს. სხვა გზა არ არის. საჭიროა გადაადგილებები, ახალი ფეხბურთელები, რათა სათამაშო ენერგეტიკა არ დაიკარგოს. თანაც უახლოეს დღეებში პრემიერლიგაშიც ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვიწევს.

წარმატებას მხოლოდ ჩამოყალიბებული შემადგენლობით შეიძლება მიაღწიო. ჩვენ უკვე საკმაო ხანია ერთად ვართ და ერთმანეთის კარგად გვესმის. უფრო მოწიფულები გავხდით.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„ლივერპულს“ B ჯგუფში ხუთივე მატჩი მოგებული აქვს და 15 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ოთხქულიანი „მილანი“ კი მესამე ადგილზეა.

„მილანი“ – „ლივერპულის“ შეხვედრა დღეს, 7დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.127043