ფეხბურთი

23:50 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს გეგმა: ზიდანი მწვრთნელად, ვენგერი კლუბის სტრუქტურაში

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნა გამორიცხული არაა. ფრანგული მედიის ცნობით, „ზიზუმ“ კლუბის ხელმძღვანელებთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, პსჟ არსენ ვენგერთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, ოღონდ არა მწვრთნელად, არამედ კლუბის სტრუქტურაში დასაქმების მიზნით. ზიდანიც თანახმაა, რომ პარიზულ გუნდში ვენგერთან ერთად მივიდეს.

თუ ყველა პარიზელთა ბოსების გეგმის მიხედვით წარიმართა, ზიდანი პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი გახდება, ვენგერი კი კლუბის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი. პსჟ-ს ხელმძღვანელები იმედს არ კარგავენ, რომ ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანენ.

ზინედინ ზიდანი გასული ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია და მას „რეალის“ გარდა, სხვა კლუბში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ხოლო არსენ ვენგერი ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

0.129929