ფეხბურთი

21:07 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "კონკურენციის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის მიზნებზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ბოლომდე მისვლას ეცდება, მაგრამ ამ ტურნირის მოსაგებად საჭიროა საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაში.

„შეგვიძლია კონკურენცია ყველას გავუწიოთ ხარისხითა და გამოცდილებით. ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გინდა, საუკეთესოს წინააღმდეგ უნდა ითამაშა, რა ეტაპზეც არ უნდა იყოს. არ ვიცი, მოვიგებთ თუ არა თასს, მაგრამ ვიბრძოლებთ. მთავარია კარგად მოვემზადოთ ყველა მატჩისთვის. ხვალ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით და გვინდა დავამარცხოთ. ჩვენი მიზანი ბოლომდე მისვლაა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. პირდადად მე, დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „რეალისა“ და „ინტერის“ მატჩი 7 დეკემბერს გაიმართება და მადრიდელს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ხელს აძლევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117769