ფეხბურთი

12:12 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი გახდა და სეზონში 24 გოლი გაიტანა

ესტონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტალინის „ლევადია“, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშობს, კონკურენტ „ფლორას“, რომელსაც ქულით უსწრებდა, დაუზავდა (2:2) და 2021 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა.

31 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - 32 მატჩი, 24 გოლი და 18 საგოლე პასი. ეს ბეგლარიშვილის მონაგარია და ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა. 24 გოლის მიუხედავად, ის ბომბარდირი ვერ გახდა, ორი გოლი დააკლდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

„ლევადიამ“ სეზონი 78 ქულით დაასრულა, „ფლორამ“ 77 ქულა დააგროვა. როგორც ვთქვით, ბოლო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და 2:2 დაფიქსირდა, ტალინელები ორჯერ იგებდნენ და მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს. ტალინის „ლევადია“ ისტორიაში მეათედ გაჩემპიონდა, პირველად 2014 წლის შემდეგ.

0.118828