ფეხბურთი

11:15 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სასტუმრო, რომლის შეძენა მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა, უნდა დაანგრიონ

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის ლიონელ მესის მფლობელობაში მყოფი სასტუმრო, რომელიც ბარსელონაში მდებარეობს, უნდა დაინგრეს. ბარსელონას ხელისუფლებამ ბრძანება გასცა სასტუმროს დანგრევის შესახებ.

ესპანური მედიის ცნობით, 77-ოთახიანი შენობის დემონტაჟის მიზეზი ქალაქის სტანდარტებთან შეუსაბამობა გახდა. სასტუმრო „კამპ ნოუსთან“ ახლოს მდებარეობს და ის ლეომ 2017 წელს 30 მილიონ ევროდ შეიძინა.

როგორც ირკვევა, როცა მესიმ შენობა შეიძინა, არ იცოდა ქალაქის ხელისუფლების განზრახვის შესახებ მის დანგრევასთან დაკავშირებით, ნორმების შეუსაბამობის გამო. სასტუმროს აივნები ზედმეტად დიდად მიიჩნევა და შეიძლება შენობა ჩამოინგრეს კიდეც, როცა მის სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდება.

გარდა ამისა, ხანძრის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა არ აკმაყოფილებს ხელისუფლების სტანდარტებს. აქვე გეტყვით, რომ ლიონელ მესი სასტუმროებს იბიცასა და მალიორკაშიც ფლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110208