კალათბურთი

21:35 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის გამარჯვება კაკტუსთან

სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ქუთაისმა” მორიგი გამარჯვება გაიფორმა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში “კაკტუსი” 80:76 (სტატისტიკა) დაამარცხა და სუპერლიგის ცხრილში მოლიდერე პოზიცია გაიმყარა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” იოლად დამთმობი არ გამოდგა. “კაკტუსმა” ბოლომდე და ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

მთელი შეხვედრა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. კაკტუსელები დამაჯერებლად და შედეგიანად თამაშობდნენ , მთელი შეხვედრის მანძილზე ტოლ-სწორად მისდევდნენ მეტოქეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა იძალეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა გამართული ტაქტიკით ითამაშა და სწორედ მაშინ მოუმატა თამაშის ხარისხსა და შედეგიანობას, როცა გადამწყვეტი წუთები იყო.

ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 19 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა ადრიან ბოუიმ, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. 9 ქულა და 7 პასი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა. კაკტუსელთაგან 21 ქულითა და 9 პასით საუკეთესო იყო რევაზ როგავა, რიკი მედისონის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

GBF.GE

0.112478