ფეხბურთი

16:34 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატის დაბრუნება ორი კვირით გადაიდო

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ანსუ ფატი მიუნხენის „ბაიერნთან“ ვერ ითამაშებს და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა.

ფატიმ ტრავმა ჯერ კიდევ 6 ნოემბერს, „სელტასთან“ მატჩში მიიღო და მას მერე არ უთამაშია. 19 წლის ფეხბურთელს ვარჯიში დეკემბრის დასაწყისში უნდა დაეწყო, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, „ბლაუგრანას“ ნიჭიერი შემტევის დაბრუნება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამორიცხულია.

გარდა ამისა, შეიძლება „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბმა არც გარისკოს და ვინაიდან ორ კვირაში პრაქტიკულად საშობაო პაუზა იწყება, მის დაბრუნებას 2022 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

მიმდინარე სეზონში ანსუ ფატიმ 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მას გასული სეზონის უმეტესი ნაწილიც ტრავმის გამო გაუცდა და მხოლოდ 10-ჯერ ითამაშა (5 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115877