სხვა

14:32 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაერომ პეკინი-2022-თვის ოლიმპიური ზავის ვადები დაამტკიცა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პეკინის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ოლიმპიური ზავის თარიღი დაამტკიცა.

შესაბამისი რეზოლუცია („სპორტის და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით მშვიდობიანი და უკეთესი სამყაროს მშენებლობა") გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღო ორგანიზაციის წვერმა 173-მა ქვეყანამ.

რეზოლუცია 2022 წლის 28 იანვრიდან (ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი კირით ადრე) 20 მარტის ჩათვლით (პარალიმპური თამაშების დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ) გაეროს წევრ ქვეყნებს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოუწოდებს.

"IOC მიესალმება ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისადმი გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს მხრიდან ზავის რეზოლუციის მიღებით გამოხატული უდიდეს მხარდაჭერას. ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მისიაა მშვიდობიან ასპარეზობებში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გაერთიანება და ნებისმიერ პოლიტიკურ დავაზე მაღლა დგომა," - აღნიშნავს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 4-20 თებერვალს, პარალიმპური თამაშები კი 4-13 მარტს.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115844