ფეხბურთი

18:11 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: რონალდუმ ტრავმა გოლის აღვნიშნის დროს მიიღო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა „კრისტალ პალასთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვოს.

The Sun-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა დაზიანება გოლის ზეიმის დროს მიიღო. წყაროს თანახმად, კრიშტიანუ მაშინ დაშვადა, როცა „არსენალთან“ გამარჯვების გოლი ჩვეულ სტილში Siuuu-ს ნახტომით აღნიშნა.

ჯერჯერობით, ტრავმის ხარისხი უცნობია და ისიც, შეძლებს თუ არა „კრისტალ პალასთან“ თამაშს, რომელშიც რალფ რანგნიკის დებიუტი შედგება.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122016