ფეხბურთი

0:25 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ერთად გავაგრძელოთ ყველა შესაძლო რეკორდის მოხსნა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 800 გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

„მოხარული ვარ, ომ პირველი ფეხბურთელი გავხდი, ვინც ოფიციალურ მატჩებში 800-ზე მეტი გოლი გაიტანა. მადლობა ყველა გულშემატკივარს მუდამ გვერდში დგომისთვის. 801 და დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. გავაგრძელოთ ამ შედეგის გაზრდა და ყველა შესაძლო რეკორდის მოხსნა. მოდით, ეს ერთად გავაკეთოთ, მე თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ამ შედეგს ლონდონის „არსენალთან“ დუბლით მიაღწია. მას 801 გოლიდან 450 „რეალის“, 130 „მანჩესტერის“, 115 პორტუგალიის ნაკრების, 101 „იუვენტუსისა“ და 5 „სპორტინგის“ მაისურით გაიტანა.

0.117868