ფეხბურთი

22:33 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ობლაკთან მოლაპარაკებები დაიწყო

მადრიდის "ატლეტიკომ" სლოვენიის ეროვნული ნაკრების და გუნდის ერთ-ერთ ლიდერის იან ობლაკის წარმომადგენლებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაცია Marca ავრცელებს.

სლოვენიელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და კლუბს სურს ფეხბურთელი დიდი ხნით დაიტოვოს. ასევე, "ატლეტიკო" მზადაა გრძელვადიან კონტრაქტთან ერთად, ფეხბურთელს ხელფასი გაუზარდოს.

ობლაკი "როხიბლანკოსმა" 2014 წელს "ბენფიკადან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში იანმა 19 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 21 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.109523