ფეხბურთი

20:42 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დე იონგი კლუბს არ დატოვებს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფრენგი დე იონგი კლუბის დატოვებას არ აპირებს და ნიდერლანდელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკის დამატებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

"ფრენკი კლუბს არ დატოვებს, იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას შეუძლია განსხვავებული თამაში შემოგვთავაზოს, გაიტანოს გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთოს. ნიდერლანდელმა "ვილიარეალთან" კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა." - ციტირებს RMS Sport-ი ჩავის სიტყვებს.

ფრენკი დე იონგმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.122035