ფეხბურთი

20:16 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი "ლანსისთან" შეხვედრას გამოტოვებს

ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი "პარი სენ ჟერმენის" მომავალ მატჩს "ლანსის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გაავრცელა.

რამოსმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა - მე-15 ტურში ესპანელმა ფეხბურთელმა "სენტ ეტიენთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) 90 წუთი ითამაშა. პსჟ-მ ფეხურთელი სეზონის დაწყებამდე დაიმატა, თუმცა მაშინაც ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.

"ლანსის" და "პარი სენ ჟერმენის" მე-16 ტურის შეხვედრა 5 დეკემბერს, ღამით 00:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113425