სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

15:00 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი - ლოკომოტივ-პენზა | მატჩამდე ერთი დღით ადრე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიშები გამართეს და გადაიმეორეს ის დავალებები, რომელთა შესრულებასაც 4 დეკემბერს, მაყურებლის წინაშე ეცდებიან.

‘შავი ლომი’ სუპერ თასზე მესამე თამაშს გამართავს და ‘ლოკომოტივ-პენზას’ დაუხვდება, რომელსაც 23 ოქტომბერს პენზაში ბონუსით, 27:11 მოუგო. მიუხედავად ამისა, რუსეთის ვიცე-ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ იანუშკინი იმედიანადაა და ხვალ გამარჯვებისთვის ბრძოლას გეგმავს.

‘ლოკომოტივის’ სერიოზულ განზრახვაზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდი საქართველოში 27 ნოემბერს ჩამოვიდა. იანუშკინის თქმით:

„მოსამზადებლად ყველანაირი პირობები გვქონდა. ‘აკადემიასთან’ ერთობლივი ვარჯიში გვქონდა, რამაც ჩვენს მორაგბეებს დამატებითი უნარების შეძენის შესაძლებლობა მისცა. ‘შავი ლომი’ ძალიან ძლიერი გუნდია, საქართველოს ნაკრების ერთგვარი ვარიანტი და მათთან თამაში საინტერესოა. მას პენზაში უკვე ვეთამაშეთ, შევისწავლეთ და უფრო საინტერესო თამაშს ველით. შემადგენლობა პრაქტიკულად ოპტიმალური გვყავს და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.

‘შავმა ლომმა’ „ავჭალაზე“ ერთსაათიანი კაპიტნის ვარჯიში გამართა, გადაიმეორა კომბინაციები სტატიკიდან და ღია თამაშიდან, რის შემდეგაც ლაშა ხმალაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ფრენჩაიზი ზუსტად იმისთვის შეიკრიბა, რომ ასეთი საერთაშორისო თამაშების გამოცდილება მივიღოთ. ვეთამაშებით კლუბს, რომელიც შეკრული გუნდია და რუსეთის ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობს. ისინი ეცდებიან ბურთის გაშლას, ფეხით თამაშით და მოლით უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ჩვენ მომზადებულები ვხვდებით. მზადება სანაკრებო შეკრების გამო შეწყვეტილი იყო და ახლიდან შევიკრიბეთ, თუმცა მიდგომა და ჩართულობა ისევ ისეთია, როგორიც თავიდან გვქონდა. გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები და მწვრთნელების გადაწყვეტილებით, რამდენიმე მორაგბე ისვენებს, თუმცა ეს არაფერს ცვლის და გუნდი სათამაშო სისტემაში რჩება“.

სასიამოვნოა, რომ თამაშზე დაშვებულია მაყურებელთა მესამედი, რასთან დაკავშირებითაც ხმალაძე ამბობს:

„გულშემატკივრების წინაშე თამაში ნამდვილად მოგვენატრა. კარგი იქნება თუ ხვალაც ასეთი ამინდი იქნება და მაყურებელი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, სრულად შეავსებს ადგილებს“.

მეხუთე ტურის მეორე მატჩი ‘თელავივ ჰითსა’ და ‘ენისეი სტმ’-ს შორის გადაიდო, რადგან კოვიდ-რეგულაციების გამო რუსეთის ჩემპიონი ისრაელში ვერ ჩავიდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.129086
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X