ფეხბურთი

22:55 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში სტადიონზე 15 ათასზე მეტ მაყურებელს აღარ დაუშვებენ: მიზეზი კორონავირუსია

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც, გერმანიის მთავრობამ შეზღუდვები დააწესა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემდეგ გადაწყდა, რომ გერმანიაში სტადიონზე გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობა 15 ათასით განისაზღვრა. ამრიგად, ბუნდესლიგასა და სხვა გერმანულ საფეხბურთო ლიგებში ამაზე მეტი რაოდენობით გულშემატკივრები მატჩებს ჯერჯერობით ვერ დაესწრებიან.

რაც შეეხება იმ სტადიონებს, რომელთა ტევადობა 15 000 არ აჭარბებს, ამ შემთხვევაში ქომაგები ტევადობის 50%-ზე დაიშვებიან. საინტერესოა, რომ ეს არის ზოგადი გადაწყვეტილება, მაგრამ გერმანიის რეგიონებს შემზღუდავი ზომების გამოყენება ინდივიდუალურად შეუძლიათ. მაგალითად, ხვალ ბავარიას შეუძლია გამოაცხადოს, რომ რეგიონში მატჩები ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102026