თამაშგარე

12:50 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელას ყველაფერი კარგად გამოსდის!

კანადელი ჰოკეისტი ქალი მიკაელა დემატიერი, რომ არა მისი თვალსაამო გარეგნობა, ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა, ნამდვილად ვერ გახდებოდა. მიკაელას პერსონით უკვე იმდენი ფერადყდიანი ჟურნალი და ბულვარული გამოცემა დაინტერესდა, რომ აშკარაა მისი სამომავლო კარიერაც სწორედ მოდელობისკენ წარიმართება.

მიკაელა ჰოკეიში მეკარეა და როგორც ამბობენ, არცთუ ცუდი. მაგრამ, თუკი ეს გოგო ჰეკეის ყვანჯს მარჯვედ იქნევს და მეტოქეთა შემოტევებს იგერიებს, ნამდვილად გაუჭირდება მასზე “დაგეშილი“ მამრების შემოტევის მოგერიება, რომელთა რიცხვი დემატიერის “ინსტაგრამის“ გვერდის მომწონებელთა პარალელურად ლამის ყოველდღიურად იზრდება.

უშლის თუ არა დიდი მკერდი ჰოკეის კარგად თამშში ხელს - ეს კითხვა მიკაელა დემატიერისთვის ხშირად დაუსვამთ და მას მუდამ ერთი პასუხი აქვს: ყველა საქმეს ცოდნა უნდაო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ შეეკამათები იმას, ვისაც სამოდელო საქმეც კარგად გამოსდის და ყვანჯის ქნევაც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160481