ფეხბურთი

14:42 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "როგორ შევცვალე "მილანი"? მაგია მაქვს"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედი ფორვარდის განცხადებით, „მილანმა“ ქულების დაგროვება უნდა გააგრძელოს და გადამწყვეტი მარტის თვე იქნება.

„შესანიშნავად ვითამაშეთ. თავიდანვე მოგება გვინდოდა, თამაშის დაწყებამდეც იგრძნობოდა დიდი სურვილი და გამარჯვების შიმშილი. ვაჩვენეთ, რომ ბოლო ორი წაგების შემდეგ მოგება გვინდოდა. გუნდს დიდი მონდომება აქვს და ახალგაზრდები მზად არიან თავგანწირივისთვის, ძალიან მოწყურებულები არიან, რომ გაიზარდონ და იმუშაობ. აქვთ მიზნები და ამოცანები, წინ მიიწევენ. ახლა მეტი გამოცდილება აქვთ, რომ მოვედი, სხვა სიტუაცია იყო. რაც უფრო მეტი დრო გადის, მითუფრო ვიზრდებით.

როგორც შევცვალე გუნდი ასე სულ რაღაც ორ წელიწადში? უბრალოდ იბრასთან კონტრაქტის გაფორმებაა საკმარისი და ის მაგიას მოგიტანთ... სკუდეტო? ორიენტირებული ვართ საკუთარ თავზე, როცა ყველა კონკურენტი ასე ახლოს გყავს, ეს უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს. სეზონი გრძელია და ყველაფერი თებერვალ-მარტში გადაწყდება. უნდა ვითამაშოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.

პიოლიმ კონტრაქტი თუ განაახლა, მაშინ ახლა მეც უნდა გავახანგრძლივო. მან ეს დაიმსახურა, შესანისნავად მუშაობს“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მას „მილანთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო „როსონერი“ სერია A-ში 35 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113024