ავტოსპორტი

1:20 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ფერსტრაპენს ძრავს არ შეუცვლის

საუდის არაბეთის დიდი პრიზის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბული“ მაქს ფერსტაპენისთვის ძრავის შეცვლის მიზანშეწონილობას განიხილავდა. თუმცა ბოლო ინფორმაციით, ჯედაში ეს მოსალოდნელი არაა.

„ჰონდამ“ არ დამალა, რომ ძრავის შეცვლა ერთ-ერთი ტაქტიკური ვარიანტი შეიძლება იყოს ბოლო ორი რბოლის წინ. უფრო მეტიც, იაპონური კომპანია მზადაა, რომ სამუშაო რესურსის შემცირების ხარჯზე, ძრავის სიმძლავრე გაზარდოს. ამ შემთხვევაში, ფერსტაპენს სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგომა მოუწევს, თუმცა გაზრდილი სიმძლავრის ხარჯზე, დანაკარგის ამოქაჩვა არ გაუჭირდება, რის შემდეგაც, ლუის ჰამილტონთან მეტნაკლებად თანაბარ პირობებში მოუწევს პაექრობა.

„ჰონდას“ მსგავსი მანიპულაცია იმ სამ ძრავზეც შეუძლია, რომლებიც ამჟამად ჰოლანდიელის განკარგულებაშია. მაგრამ ამ აგრეგატებს ასეულობით კილომეტრი აქვს გავლილი და შესაბამისად, მათი დაზიანების რისკიც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახალი ძრავის შემთხვევაში.

„რედ ბულის“ ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია, რომ ფერსტაპენის მანქანაზე შიდაწვის ძრავის შეცვლა ჯერჯერობით არ იგეგმება. თუმცა რბოლამდე გუნდმა შეიძლება გეგმა შეცვალოს...

0.108704