ფეხბურთი

19:48 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ნიცასთან" ითამაშებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევი ლიონელ მესი "ნიცასთან" გასამართ ლიგა 1-ის მატჩში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ორშაბათს კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეანდრო პარედესს და ლიონელ მესის გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამო ვარჯიში გაუცდათ. შესაბამისად, ამ ფეხბურთელების მომავალ შეხვედრაში მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ორივე მოთამაშე განაცხადშია.

ნიცასა და პსჟ-ს შორის დაპირისპირება 2 დეკემბერს 00:00 საათზე დაიწყება. მესიმ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125025