ფეხბურთი

13:41 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" 27 წლის გერმანელ ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

"გლადბახის" მცველი მატიას გინტერი შესაძლოა მომავალ ზაფხულს "ინტერში" გადავიდეს. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მილანურმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ცენტრალურ მცველთან, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს. "ნერაძურიმ" გერმანელ ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

მიმდინარე სეზონში გინტერმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით 13 მატჩი ჩაატარა. 27 წლის მოთამაშის შეძენით "ინტერის" გარდა, "იუვენტუსი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებული.

0.109899