ფეხბურთი

1:12 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მარცხი განიცადა. გიორგი ჩხაიძის გუნდი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 0:11.

ანგარიში თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, რაც მოედანზე ხდებოდა. ირლანდიის ნაკრები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და სათამაშო კლასში სხვაობა დიდი იყო. ჰეთ-თრიქი მიითვალა დენიზ ო’სალივანმა, დუბლი ქეითი მაკკეიბიმ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო მატჩის მიწურულს გაიზარდა, როცა გუნდების ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა გამოჩნდა. 69-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა, მაშინ ანგარიში 6:0 იყო, ხოლო დარჩენილ 20 წუთში მასპინძლებმა კიდევ 5-ჯერ იხეირეს.

საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე 4 მატჩში ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, 7 აპრილს კი მომდევნო შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ირლანდია - საქართველო 11:0 (4:0)

გოლები: 1:0 ბებია (4, ა.გ), 2:0 კარუსა (21), 3:0 ქუინი (37), 4:0 ო’სალივანი (45), 5:0 ო’სალივანი (58), 6:0 ო’სალივანი (62), 7:0 მაკკეიბი (70. პენ), 8:0 მაკკეიბი (73), 9:0 ნუნანი (82), 10:0 ბარეტი (89), 11:0 ქოლდუელი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120657