ფეხბურთი

21:22 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კამბიასო: "ოქროს ბურთმა" მნიშვნელობა მაშინ დაკარგა, როცა მილიტო 2010 წელს 30-ეულშიც ვერ მოხვდა"

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ესტებან კამბიასო „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ჯილდო უბრალოდ არაფერს წარმოადგენს.

როგორც „ინტერის“ ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, 2010 წელს მიხვდა, რომ ინდივიდუალური ჯილდოები უსარგებლოა, მიზეზი კი დიეგო მილიტო გახდა.

„ინდივიდუალური ჯილდოების მიმართ რწმენა მაშინ დავკარგე, როცა „ინტერმა“ ტრიპლეტი მოიგო და დიეგო მილიტო ნომინანტებში ვერ მოხვდა. მას წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა, მისმა გუნდმა ყველა ტიტული მოიგო და თვითონ ბევრი გოლი გაიტანა. თუმცა, ის ტოპ 30-შიც ვერ მოხვდა. მაშინ ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშე იყო და მას შემდეგ მივხვდი, რომ ყველა ჯილდო უსარგებლოა“, - თქვა კამბიასომ.

შეგახსენებთ, „ოქროს ბურთი“ კარიერაში მეშვიდედ ლიონელ მესიმ მოიგო, მეორე ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, ხოლო მესამეზე - ჟორჟინიო.

0.112233