ფეხბურთი

19:37 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ოქროს ბურთზე" სალაჰი უკეთეს პოზიციას იმსახურებდა, ლევანდოვსკიმ როდის უნდა მოიგოს?"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი „ოქროს ბურთზე“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მოჰამედ სალაჰი მეშვიდე ადგილზე უკეთეს პოზიციას იმსახურებდა. გარდა ამისა, მან რობერტ ლევანდოვსკიზეც გააკეთა კომენტარი.

„გაკვირვებული დავრჩი სალაჰის პოზიციით. რა თქმა უნდა, მო უფრო უკეთეს პოზიციას იმსახურებდა. გამოკითხვაში ხომ ჟურნალისტები მონაწილეობდით? თუ ფიქრობთ, რომ უფრო მაღლა უნდა ყოფილიყო, ამაში სხვა კოლეგებიც უნდა დაგერწმუნებინათ.

მესის ყოველთვის შეიძლება მიენიჭოს ჯილდო კარიერისთვის, მაგრამ თუ ლევანდოვსკიმ ამჯერად არ მიიღო, მაშინ როდის უნდა გადაეცეს, გამოდის, რომ „ოქროს ბურთს“ ვერასდროს მოიგებს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით „დორტმუნდში“ 2010-2015 წლებში თამაშობდა და პოლონელი ფორვარდის თანამედროვე ფეხბურთში მაღალ დონეზე ათამაშებაში გერმანელ სპეციალისტს დიდი წვლილი მიუძღვის.

0.1092