ფეხბურთი

15:52 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი "ოქროს ბურთზე: "სულ უფრო რთულია ამ ჯილდოსთვის ნდობის გამოცხადება"

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წელს გამარჯვებას ლიონელ მესი არ იმსახურებდა.

„სულ უფრო მიჭირს საფეხბურთო ჯილდოებისთვის ნდობის გამოცხადება. ჩემთვის მესი უდავოდ არის ფეხბურთის ისტორიაში ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის, მაგრამ დროა ვისწავლოთ თუ როგორ უნდა გამოვლინდეს საუკეთესო მოთამაშე გარკვეული სეზონების შედეგების მიხედვით. ეს არც ისე რთულია, მაგრამ ყველაფერს ვართულებთ“, - თქვა კასილიასმა.

შეგახსენებთ, „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ კარიერაში მეშვიდედ მოიგო, მეორე ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მესამეზე კი ჟორჟინიო. ხუთეულში ასევე მოხვდნენ კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1119