ფეხბურთი

19:15 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი: "წელს მესის გამარჯვებით "ოქროს ბურთი" გაუფასურდება, არ იმსახურებს"

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ ჟან-პიერ პაპენმა განაცხადა, რომ ლიონელი მესი წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას არ იმსახურებს. როგორც მან აღნიშნა, თუ ჯილდო წელს მესის გადაეცემა, „ოქროს ბურთი“ გაუფასურდება.

„ხუთი თვეა კარგად უთამაშია. ამბობენ, რომ „ოქროს ბურთს“ მოიგებს და გულწრფელად არ მესმის, რატომ. მას მერე, რაც კოპა ამერიკა მოიგო, რა გააკეთა მესიმ პარიზში? ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა და სამი ჩემპიონთა ლიგაზე. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ წელს ჯილდოს არ იმსახურებს.

2021 წელს მესის საუკეთესოდ დასახელება ნიშნავს „ოქროს ბურთის“ გაუფასურებას, რადგან ეს ნიშნავს, რომ სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებს არ ვაძლევთ მისი მოგების შანსს და ვიცით, რა რთულია მთელი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება“, - თქვა პაპენმა.

შეგახსენებთ, ჟან-პიერ პაპენს „ოქროს ბურთი“ მოგებული აქვს (1991 წელს). France Football-ი გამარჯვებულს დღეს დაასახელებს და სპეციალისტთა აზრით, ლიონელ მესი ფავორიტია.

0.111629