ძიუდო

15:29 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ვეტერანი ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილთან ერთად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზვიადაურის დაცვის მხარემ, სასამართლოს პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათას ლარიანი გირაოს, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი - დაიჭრა. ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება მკვლელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. გარდაცვლილ პირებს შორის, ერთ- ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. დანაშაულის ჩადენის მომენტისა და სასამართლო განხილვების დროს, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1153