ფეხბურთი

12:33 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური წითელი ბარათი: სლოვენიელი ფეხბურთელი მსაჯს თანაგუნდელმა გააძევებინა (+VIDEO)

ნორვეგიული „ვიკინგის“ ფეხბურთელი დავიდ ბრეკალომ წითელი ბარათი მიიღო, რისი მიზეზიც თანაგუნდელთან ჩხუბი გახდა, რომელსაც მატჩის მიწურულს დრო გაჰყავდა და სიმულაციას მიმართა.

უცნაურია, მაგრამ ასეა: „კრისტიანსუნდთან“ შეხვედრის მიწურულს, როცა „ვიკინგი“ 3:2-ს იგებდა, სტუმართა მეკარემ პატრიკ გუნარსონმა დროის გაყვანა სცადა, რამაც მისი თანაგუნდელი ბრეკალო ძალიან გააბრაზა, მასთან იკამათა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

აღსანიშნავია, ჩხუბისას მეკარის საქციელიც - მან „ჩაყვინთა“ და ეპიზოდი ყველანაირად გააფორმა, რომ მისი თანაგუნდელისთვის მსაჯს წითელი ბარათი ეჩვენებინა.

საბოლოოდ, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, „ვიკინგმა“ 3:2 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

0.123564